პარტნიორები

"ჰაიდელბერგ ცემენტი“ - ეს არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიას მსოფლიოს 40 ქვეყანაში 2 500-ზე მეტი საწარმო აქვს განთავსებული და 53 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. საქართველოს ცემენტის ბაზარზე კი „ჰაიდელბერგ ცემენტკაუკასუსი“ წამყვანი ბრენდია.

კომპანია "ბედეგი" დაარსდა 1999 წელს. იგი აწარმოებს 30 დასახელების სამშენებლო პროდუქციას: სამშენებლო ბლოკს, ბორდიურს, მოსაპირკეთებელ ფილას, ქვაფენილს და ა.შ. 16 წლიანი საქმიანობის განმავლობაში, კომპანია "ბედეგი" წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თავი დაიმკვიდრა, როგორც ბაზრის უდავო ლიდერმა. "ბედეგის" ქარხანა განთავსებულია 24 204 მ² ტერიტორიაზე. მისი პროდუქცია იწარმოება დასავლური წარმოშობის წამყვანი კომპანიების დანადგარებით. 2015 წლის გაზაფხულიდან "ბედეგმა" დაიწყო იზობლოკის წარმოება. აღნიშნული პროექტი განხორციელდა გერმანული ტექნოლოგიით, რომლის ანალოგი რეგიონში არ არის.

კომპანია „არკონი“ დაფუძნდა 2010 წლის დეკემბერში. ძირითადი პროფილია: არქიტექტურა, დიზაინი და მშენებლობა. კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალებითა და უახლესი სამშენებლო ინვენტარით. „არკონი“, დღეისათვის, თბილისის სხვადასხვა უბანში პარალელურად ხუთ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.

Give your website a premium touchup with these free WordPress themes using responsive design, seo friendly designs www.bigtheme.net/wordpress